საქალაქო კონკურსი ,,ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“

14-05-2015

   წმ. თამარის ხსენების დღეს ,,ოქროს ჩარდახში“ მოსწავლეთა შორის ჩატარდა ტრადიციული საქალაქო კონკურსი ,,ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ კადეტები: თორნიკე კობოირძალიძე, გურამ მამისმედაშვილი, გიორგი შიხაშვილი, დაჩი ბერიძე (პედაგოგი ია დანელია). კადეტთა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. თორნიკე კიბორძალიძეს გადაეცა დიპლომი და ვეფხისტყაოსანი, დაჩი ბერიძეს კი სიგელი პოემის მაღალმხატვრულ დონეზე წაკითხვისათვის.