სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა

09-12-2014

   ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. ღონისძიებას მე-2 ტურში გადასული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ესწრებოდნენ. მათ შორის იმყოფებოდა I სასწავლო კურსის კადეტი დავით კუზანაშვილი. გამარჯვებულ მოსწავლეებს ორგანიზაცია ,,მოქალაქემ“ სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებული კადეტები არიან: დავით კუზანაშვილი, ბექაია ბექა, გეგა გეგეშიძე, ნოდარ მაღრაძე,გოგა მეგრელიშვილი, გოჩა ქარდავა, ზურაბ ჩხაიძე, ლაშა ჭანტურია. ისინი ორგანიზაცია ,,მოქალაქე“-ს თქმით სერთიფიკატებს და სამახსოვრო საჩუქრებს უახლოს პერიოდში მიიღებენ.