რესპუბლიკური კონფერენცია

02-04-2016

   გელათის აკადემიაში გაიმართა რესპუბლიკური კონფერენცია ,,საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო.“ მასში მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი და მეორე სასწავლო კურსის კადეტები: ამბაკო სოზიაშვილი და ზურა ტყეშელიაძე (პედაგოგები: ია დანელია და მურმან სურმავა). კონფერენციის მიზანს საქართველოს, როგორც კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლოს დამადასტურებელი ეთნოგრაფიული, ფოლკლორული და მატერიალური მასალის მოძიება, შეკრება და წარმოჩენა წარმოადგენდა. კონფერენციის მონაწილეებს უნდა შეესწავლათ მათ მიერ შერჩეული კუთხის ველური ვაზის (vitis silvestris) ჯიშები. ასევე, თემაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა არსებულ ( თუ ისტორიულ) საოჯახო მარნებსა და მათში გამოყენებულ ინვენტარს ( ამ ინვენტარის წარმომავლობასა და დამზადების ტექნოლოგიას ), მევენახეობა - მეღვინეობაში გამოყენებულ სარიტუალო წეს- ჩვეულებების (შელოცვები,დალოცვები, ’’აგუნა’’ და ა. შ.) შეკრებას. საუკეთესო ნაშრომების წარმოდგენისათვის კადეტები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.