„ქართული ენის ზოგიერთი საჭირბორბოროტო საკითხი“

17-11-2017

   ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში შედგა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნის ,,ქართული ენის ზოგიერთი საჭირბორბოროტო საკითხი“ პრეზენტაცია. მასში გამოქვეყნებულია სალიტერატურო ენის ნორმათა დამცველ და ენის ქომაგ მოსწავლეთა ნამუშევრები. ჩვენს ყოფა-ცხოვრებასა და სამხედრო სფეროში დამკვიდრებული ბარბარიზმების შესახებ საინტერესო სტატიის ავტორია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის კადეტი თამთა ჩხენკელი (პედაგოგი ია დანელია).