პროექტი

11-11-2020

დღეს დისტანციურ რეჟიმში, პროექტის -“ჩვენ ყველანი ერთ გვერდზე ვართ“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ კადეტთა ლიტერატურული კლუბის წევრები და ლიცეუმის პარტნიორი სკოლის - პოლონეთის, ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსის მოსწავლეები.


პროექტის ფარგლებში კადეტებმა წაიკითხეს პოლონელი მწერლის, ფანტასტიკური ჟანრის რომანების ავტორის, ანჯეი საპკოვსკის ცნობილი ფენტეზი-საგის ,,საგა მხედვარზე“ პირველ წიგნი ,,უკანასკნელი სურვილი“. წიგნის განხილვას რამდენიმე შეხვედრა დაეთმო. ფინალურ ეტაპზე კი კადეტებმა წარმოგვიდგინეს ნაწარმოების მიხედვით შექმნილი პრეზენტაციები, სარეკლამო ვიდეო რგოლი, პერსონაჟების მიხედვით შექმნილი სიმბოლური ნახატები. კადეტებმა პოლონელი მოსწავლეების მიერ შედგენილ კითხვებსაც უპასუხეს.


ღონისძიება პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. შეხვედრაზე განხილული იქნა პოლონურ-ქართული ურთიერთობები.

პროექტის ხელმძღვანელებმა, პოლონელ მოსწავლეებს შესთავაზეს ქართველი ავტორის გაცნობა და განხილვა. 


პროექტი, ლიცეუმის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ანა კობახიძის ორგანიზებით, პედაგოგებმა სოფიკო ცხელიშვილმა და ლალი ლარცულიანმა განახორციელა.

პროექტის მონაწილეები:


წიგნის სარეკლამო რგოლი და პერსონაჟთა სიმბოლოები:


თამარ ბოლქვაძე
• ლუკა კარჟალოვი
• გიორგი კაველაშვილი


წიგნის პრეზენტაცია და ტესტები:

• მარიამ არდანიანი

წიგნის ორენოვანი პრეზენტაცია:

• ნინო ბარბაქაძე
• ნინო მეგრელი
• მალიმა ჩიხლაძე


წიგნის სარეკლამოსლაიდი და წიგნის ყდის დიზაინი


• ლიზი გელაშვილი
• ელენე ჟორჟოლიანი

 

პოსტერი:

• გიორგი რამიშვილი


პედაგოგმა სოფიკო ცხელიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ჟანრის თავისებურებებსა და ავტორის სტილის შესახებ, ასევე გააცნო მოსწავლეებს ამ ჟანრის ქართველი მწერალი.