პროექტი -"ვეფხისტყაოსანი რეალური თუ ირეალური"

02-06-2021

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტი - „ვეფხისტყაოსანი - რეალური თუ ირეალური?“ განხორციელდა.

პროექტის პრეზენტაციას ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები, დირექტორის სამხედრო მოსამსახურეები, პედაგოგები და კადეტები დაესწრნენ.

კადეტებმა პრეზენტაციის, მცირე ინსცენირებისა თუ მხატვრული ნამუშევრების სახით წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები პოემის გმირების და გეოგრაფიული არეალის სინამდვილესთან დაკავშირებით, საინტერესო მიგნებებით შეაფასეს პოემაში მოცემული საბრძოლო სტრატეგიები და ტაქტიკა, გაავლეს პარალელი თანამედროვე  სამხედრო ხელოვნებასთან.

პროექტის ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის კადეტმა მალიმა ჩიხლაძემ საკუთარი ნახატებით ილუსტრირებული ორიგინალური ნამუშევარი შექმნა, რომელსაც წიგნის სახე მისცა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტის მეორე ეტაპი სახალისო ვიქტორინასა და ინეტელექტუალურ თამაშს - „რა?სად?როდის? დაეთმო.

ინტელექტუალურ შეჯიბრში პირველი სასწავლო კურსის ხუთივე სასწავლო ჯგუფიდან წარმოდგენილი გუნდები მონაწილეობდნენ. საინტერესო თამაშის შედეგად გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა მეოთხე სასწავლო ჯგუფმა.

პროექტის მონაწილეებისა და წარმოდგენილი პრეზენტაციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:

დავით კოხრეიძე - "შოთა რუსთაველის კოსმოლოგია"

თეკლა შყრილაძე - "ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიული არეალი"

ნური ასლანიკაშვილი, ირაკლი ღავთაძე, გიორგი გაბელაშვილი - "სამთა თათბირი ქაჯეთის ციხის აღებისთვის"

ჯაბა კარჟალოვი - "ომის ცხრა პრინციპი"

გიგა ზუმბულიძე - "ბატალური სცენები და ომის ცხრა პრინციპი"

ლუკა მალიშავა, დავით ჩიხლაძე - "სცენები ხატაეთის დიდი ომიდან"

მალიმა ჩიხლაძე, სალომე ქვაჩაკიძე - "ვცან სიმოკლე ბოროტისა"

ლუკა ცხადაძე - "ამონარიდი პოემიდან"

ლუკა ჩაკვეტაძე  - "თინათინის დღიურები"

ნინო მეგრელი - "ფატმანის დღიურები, ინტერვიუ ტარიელთან“

შოთა ყურაშვილი - "ავთანდილის წერილები შერმადინს“

ნინო ბარბაქაძე - "რეპორტაჟი ინდოეთიდან“.