„მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“

16-06-2017

   ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ის მონაწილეები მერიის სხდომათა დარბაზში მიიღო. ქალაქის მერმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ქუთაისის მასშტაბით მოსწავლეთა მონაწილეობით ოლიმპიადა ქართულ ხალხურ ცეკვაში, ხალხურ სიმღერაში, ესტრადაში, ზეპირსიტყვიერებასა და სახვითი ხელოვნების ჟანრებში ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 24 სკოლა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. გრანპრი მოიპოვა ანსაბლმა ,,კადეტები“ ხალხური სიმღერით - ,,გაზაფხული“ ( ხ - ლი ნინო გედენიძე). ჟიურის სიმპატია დაიმსახურა კადეტმა ივერი შარაშენიძემ საესტრადო სიმღერის ნომინაციაში - ,,მიწა მეფე თამარისა“ ( ხ -ლი ნინო გედენიძე).