„მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა - 2016“

01-06-2016

   ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა - 2016“-ის დასკვნითი ტური (გალა კონცერტი), რომელშიც მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ანსაბლმა ,,კადეტები“ ხალხური სიმღერით - ,,ადილა“ ( ხ - ლი ნინო გედენიძე). წარმატებული გამოსვლისთვის მათ გადაეცათ დიპლომი, სუვენირი და ფულადი პრემია 400 ლარის ოდენობით. მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა II სასწავლო კურსის კადეტმა ივერი შარაშენიძემ საესტრადო სიმღერის ნომინაციაში - ,,გოგოვ, გოგოვ შავთვალა“( ხ -ლი ნინო გედენიძე) . მას გადასცეს დიპლომი, სუვენირი და ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით. ჟიურის სიმპატია დაიმსახურა ამირან ახალაურმა , რომელმაც წაიკითხა ეპიზოდი ვაჟა - ფშაველას პოემიდან ,,სტუმარ - მასპინძელი“ (ხ - ლი ია დანელია). მას გადაეცა დიპლომი , სუვენირი და ფულადი პრემია 50 ლარის ოდენობით.