მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია 2016

22-03-2016

   გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I კურსის კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი „მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის გამარჯვებულია. მან კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი „საქართველო – ევროპული ოჯახის წევრი" და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ქართველი კადეტი სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსით დაჯილდოვდა. „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“ მიზნად ისახავს თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები. კონფერენცია მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიცნობენ ნიჭიერი და შემოქმედი თანატოლები. კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი საქართველოსა და აზერბაიჯანის 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს გაეცნო. ხუთი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს და მათ შორის 16 საუკეთესო გამოავლინეს. კონფერენცია „ევროპულ სკოლაში“ ამავე სკოლის, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ისა და „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ ვერულაშვილს ფასილიტაციას უწევდა ლიცეუმის პედაგოგები: ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე და ელენე ჯავახაძე.