მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია

14-03-2015

 „ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა „მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“, რომელიც ორგანიზებული იყო „ევროპული სკოლის“, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული HighSchool-ის, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, „EnglishBookinGeorgia”, “UK Bridge”-სადა"Cambridge Education Group"-ის მიერ. კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს საქართველოში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება, ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები დაპროექტები, ამასთან, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეები გაიცნობენ ნიჭიერ, შემოქმედ თანატოლებს, მიიღებენ გამოცდილებას; გაჩნდება მომავალში ერთობლივი პროექტების შექმნისა და განხორციელების პერსპექტივა. „მოსწავლეთა პროექტების კონფერენციაში“ მონაწილეობა მიიღო კადეტთა ლიცეუმის X2 კლასის კადეტმა გიორგი გაფრინდაშვილმა, რომელმაც კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში წარადგინა პროექტი „გამოჩენილი ადამიანები - დავით სარაჯიშვილი“. პროექტმა მოწონება დაიმსახურა. გიორგი გაფრინდაშვილი დაჯილდოვდა სერთიფიკატით, წიგნებით და ენის შემსწავლელი ორკვირიანი სასწავლო კურსით თბილისში, ორგანიზაცია UniqueLearning -ის საზაფხულო სკოლაში.