მოსწავლეთა კონფერენცია ,,ქიმია ხვალ 2015"

31-05-2015

   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა მეორე რესპუბლიკური კონფერენცია "ქიმია ხვალ-2015" , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I სასწავლო კურსის კადეტებმა გიორგი ინჯგიამ და დავით ცოცხალაშვილმა (მასწავლებელი ეკა მურუსიძე). მათ კონფერენციაზე წარადგინეს თემა „Agent Orange“, რომელსაც ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება ხვდა წილად. ისინი დაჯილდოვდნენ I ხარისხის დიპლომით, ტურისტული კომპანია “TOBA TRAVEL” - ის საგზურით, საპატრიარქოსა დაქართული სასწავლებლისმიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით : CD - ილია II, გალობანი, წმინდა კირილე იერუსალიმელი და ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები. მიიღეს მოწვევა საზაფხულო ბანაკში. მასწავლებელს გადაეცა სერტიფიკატი. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სკოლის "ქართული სასწავლებელი“, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS და თბილისის 155-, მე-6 საჯარო სკოლის მიერ და მიზნად ისახავს ქიმიის, როგორც ერთ-ერთი საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაციას, აღნიშნული დისციპლინით დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის გამოვლენას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მომზადებას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლეთა ადრეული ასაკიდანვე ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით პროექტებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უმაღლესი საგანანმანათლებლო დაწესებულებების თუ ცალკეული სამეცნიერო ცენტრების ინტეგრაციისადმი ხელისშეწყობას.