ლიტერატურული ფესტივალი ,,სიკეთის ხე“

27-11-2017

   ქუთაისის კულტურის ცენტრში სრულიად საქართველოს ბავშვთა ლიტერატურული ფესტივალი ,,სიკეთის ხე გაიმართა“. ამასთან ერთად შედგა აფხაზი პოეტისა და მთარგმნელის ნიკოლოზ ბაძაღუას პოეზიის საღამო. მასში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები: ნანა დიხამინჯია, დაჩი ბოგვერაძე, მარიამ ლილუაშვილი, მარიამ მუკბანიანი, ლუკა გაბუნია (მასწავლებელი ია დანელია). ისინი წარმატებული გამოსვლისათვის დიპლომებითა და სიგელბებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალის მხარდაჭერისათვის ასევე, დიპლომი გადაეცა კადეტთა სამხედრო ლიცეუმს.