კონკურსი ,,ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს ზეპირად“

14-05-2017

,,ოქროს ჩარდახში“ ჩატარდა საქალაქო კონკურსი ,,ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“ ზეპირად“. მასში მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I სასწავლო კურსის კადეტები: ნინი გოტიაშვილი და ნიკოლოზ ახვლედიანი (პედაგოგები: ია დანელია, ლალი ლარცულიანი). მოპოვებული წარმატებისათვის ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ კადეტები დააჯილდოვა დიპლომებით. ნიკოლოზ ახლვედიანმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში ,,საუკეთესო მკითხველი“, რისთვისაც მას საჩუქრად გადაეცა შოთა რუსთაველის უკვდავი ,,ვეფხისტყაოსანი“.