კონკურსი ,,ვკითხულობთ გალაკტიონს“

12-11-2016

   ქუთაისში, ,,ოქროს ჩარდახში“, გაიმართა ტრადიციული საქალაქო კონკურსი ,,ვკითხულობთ გალაკტიონს“, რომელშიც მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I სასწავლო კურსის გოგონები: ნინო გოტიაშვილი, მარიამ კობერიძე და მარეხ მუშკუდიანი (ხელმძღვანელები: ია დანელია, ელენე კოხრეიძე). კადეტების წაკითხულმა ლექსმა ,,მშობლიური ჩემო მიწავ!“ ჟიურის აღფრთოვანება გამოიწვია. კონკურსანტებმა მოიპოვეს პირველი ადგილი და დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და გალაკტიონ ტაბიძის საუკეთესო ლექსების კრებულით.