კონკურსი ,,მე და ოკუპაცია“

23-03-2017

   კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა „სიმართლე თებერვალზე“. პროგრამა მოიცავდა როგორც გამოფენას ასევე, ლექციებსა და ესეების კონკურსს. პროგრამის ფარგლებში გამართულ ესეების კონკურსში ,,მე და ოკუპაცია“ მონაწილეობა მიიღო სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ჩვიდმეტი კადეტისაგან შემდგარმა ოთხმა გუნდმა. მათი ნაშრომები კონკურსის შედეგად გამოვლენილ 10 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ კადეტები (გულუა გოჩა, ქვარიანი ნუგზარი, ბეთხოშვილი შოთა, კობერიძე მარიამი, შამუგია ლუკა, მომცელიძე საბა, ლაბაძე ზურაბი, სილაგაძე ანი, გადელია გოდერძი, კუხიანიძე ოთარი, მუშკუდიანი მარეხი, არბოლიშვილი ამირანი, მურღულია ჯემალი, თოდუა მევლუდი, ჩხაიძე ვლადიმერ, ჩხენკელი თამთა,ალფაიძე მევლუდი) და მათი მასწავლებლები (ზინა ბუბუტეიშვილი, გიგა ბასილაძე) სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სიგელების გადაცემა შედგა ლიცეუმში. გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცეს ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მაია გაბუნიამ.