კონკურსი ,,აწ ენა მინდა გამოთქმად “

01-01-1970

   ქუთაისის კულტურის სახლში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი ,,აწ ენა მინდა გამოთქმად “... მასში მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I და II კურსის კადეტები: ბუბა ჯულაყიძე, მათე შენგელია და შაკო კიკაბიძე. (პედაგოგი ია დანელია). მოპოვებული წარმატებისათვის კადეტები დაჯილდოვდნენ კულტურულ-სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დიპლომებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. მათე შენგელიას გადაეცა სპეციალური პრიზი ,,მმართველის სიმპატია“.