კონკურსი ,,ალიანტე 2015"

06-06-2015

   საველე-საწვრთნელ ბანაკშიპალდოსაერთაშორისო კონკურსალიანტესეროვნული ფინალი გაიმართა. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტებმა კონკურსში მონაწილე 25 გუნდიდან ფიზიკური გამძლეობის მიხედვით 6 საუკეთესო გამოავლინეს. გამარჯვენულთა შორის არიან კადეტები: გიორგი ჯავარაშვილი, ზვიად გამჯაშვილი, გიორგი კვარაცხელია, გოჩა ქარდავა,ბაჩუკი ქირია და თორნიკე მაზმიშვილი. სამხედრო მოსამსახურეებმა ყველა კონკურსანტს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატება უსურვეს. „ალიანტესწლევანდელი ეროვნული ფინალი აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული კურსანტის ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონკურსის გამარჯვებული იყო. გამარჯვებული გუნდები ლიტვაში გაემგზავრებიან და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინალში იასპარეზებენ. ლიტვაში გამოვლენილი საუკეთესო 5 გუნდი, პირველად კონკურსის ისტორიაში, საქართველოში იმოგზაურებს. ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებს ესტუმრებიან და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან გამართავენ შეხვედრებს. პროექტისაქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოსორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.