კონფერენცია ,,საქართველო -კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“.

17-05-2017

   გელათის აკადემიაში ჩატარდა მე-5 რესპუბლიკური კონფერენცია ,,საქართველო -კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“. მასში მონაწილეობდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები: ბექა ბუბუტეიშვილი (ხელმძღვანელი- ია დანელი) და ამბაკო სოზიაშვილი (ხელმძღვანელი - მურმან სურმავა). ქალაქ ქუთაისის მერიამ, ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ საუკეთესო თემის წარდგენისათვის კადეტები და მათი პედაგოგები დააჯილდოვეს დიპლომებით. გამარჯვებულ კადეტებს საჩუქრად გადაეცათ ასევე წიგნები. რესპუბლიკურ კონფერენციაში ,,საქართველო- კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის დიპლომი გადაეცა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს.