კონფერენცია ,,კოლხეთის დაბლობის ენდემური ფლორა და ფაუნა“

03-12-2016

   ქუთაისში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს რეგიონული კონფერენცია ,,კოლხეთის დაბლობის ენდემური ფლორა და ფაუნა“. მასში წარმატებით მონაწილეობდა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირველი კურსის კადეტი გიორგი კემულარია (ხელმძღვანელი ია დანელია), რომელიც საინტერესო საკონფერენციო ნაშრომის წარდგენისათვის დაჯილდოვდა ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დიპლომითა და წიგნებით. საუკეთესო თემის ხელმძღვანელობისათვის დიპლომით დააჯილდოვდა ასევე პედაგოგი ქ-ნი ია დანელია.