კინგსის საგნობრივი ოლიმპიადა

09-02-2017

   2015-2016 სასწავლო წელს კინგსის საგნობრივ ოლიმპიადაში კადეტების წარმატებული მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის, მადლობის სიგელებით, დიპლომებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, მასწავლებლები და კადეტები. მომავალი თაობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადეცათ: -ლიცეუმის დირექტორს ალექსი კეკლიას; -ლიცეუმის მასწავლებლებს: ნინო ყანჩელს, მზევინარ გორდელაძეს და ნონა ხუჭუას. პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის კადეტი მეგრელაძე იური. მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ კადეტები: ნიკა ჭყონია - მეორე ხარისხის დიპლომი; ირაკლი დოგრაშვილი - სერტიფიკატი. ქართული ენის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ კადეტები: მეგრელაძე იური - მესამე ხარისხის დიპლომი უშანგი თორდია - სერტიფიკატი.