კალიგრაფიისა და შემოქმედ მოსწავლეთა კონკურსი

09-02-2018

   ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა კალიგრაფიისა და შემოქმედ მოსწავლეთა ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. საქალაქო კონკურსის გამარჯვებულთა შორის იყვნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I სასწავლო კურსის კადეტები:ნანა დიხამინჯია და მარიამ ლილუაშვილი (პედაგოგები:ი.დანელია, ე.კოხრეიძე). მათ მოპოვებული წარმატებისათვის სიგელები და წიგნები გადაეცათ.