ინტელექტის დღე -2015

01-01-1970

   კლუბტრიუმფშიყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრისინტელექტის დღე 2015“-ის ფინალური ეტაპი გაიმართა. მასში მონაწილეობდა ტურნირის პირველ, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებული 72 სკოლის გუნდი. საჯარო სკოლებთან ერთად თამაშობდა სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გუნდიც (ხელმძღვანელი ლალი ლარცულიანი). ლიცეუმის გუნდის წევრებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისაგან გადაეცათ iPad-ები,ხოლო გამომცემლობა ,,პალიტრა-L" მა ქართველ მწერალთა წიგნებით დაასაჩუქრა. პროექტი, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბირა? სად? როდის?“ წელს უკვე მეოთხედ განხორციელდა.