გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია

01-12-2017

   დღეს, ქუთაისში, ლიტერეტურულ კაფე ,,პაოლოში“ გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები. მათ შორის იმყოფებოდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებელი ია დანელია და კადეტები: ლაშა ხარაზიშვილი და გიორგი კუპრაძე. კონფერენცია ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით მოეწყო.