„ეტალონი 2016“

01-01-1970

   ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში ქუთაისის ,,ეტალონი“ მოსწავლის ტიტულის გამოსავლენად ,საქართველოს ეროვნული რეგიონული გასვლითი თამაშების ჩემპიონატი ,,ეტალონი - 2016“ ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ქალაქის 40 სკოლის გამორჩეულმა მოსწავლემ. კონკურსის უძღვებოდა მედეაპროექტ ,,ეტალონის“ ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი. ქუთასისის მუნიციპალიტეტის 40 წარმატებულ მოსწავლეს შორის იყო გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის II სასწავლო კურსის კადეტი - გოჩა ქარდავა, რომელიც გადავიდა ფინალურ ტურში და მოპოვებული წარმატებისთვის ქუთაისის მერმა დააჯილდოვა სიგელით. პროექტის მიზანია 2015-2016 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლის გამოვლენა. პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი),საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ,თბილისის მერია და საკრებულო.