ენების ევროპული დღე 2020

25-09-2020

ლიცეუმში აღინიშნა ენების ევროპული დღე 2020, რომელიც ონლაინრეჟიმში წარიმართა Teams-ის პლატფორმის გამოყენებით.

ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები: სახალისო კონკურსები და თამაშები, შემეცნებითი და გასართობი სავარჯიშოები, მუსიკალური და ციფრული ანიმაციები.

ევროპული ენების დღის აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღო I, II და III სასწავლო კურსის 40-მა კადეტმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ პრიზებითა და სერტიფიკატებით. ყველა გამარჯვებულისათვის არის სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები, რომლებიც გადაეცემათ სწავლის განახლებისას საზეიმო ვითარებაში.

ლიტერატურული კონკურსი „ნორჩი მწერლები“

  • მარიამ დავლაძე
  • სალომე პეტრიაშვილი
  • მარიამ არდანიანი

ვიქტორინა ევროპა

  • აბულაძე ლაშა
  • ბუბუტეიშვილი ლილე
  • დავლაძე მარიამი

ერთი სიტყვა- ერთი დროშა

  • აბულაძე ლაშა
  • დავლაძე მარიამი
  • ხუციძე თომა
  • ლელაძე გიორგი
  • უნგიაძე ლუკა
  • ჩიხლაძე მალიმა

აღიქვი ჟღერადობა- გამოიცანი ენა

  • სამხარაძე მარიამი
  • კოვზირიძე ანა
  • ბოლქვაძე თამარი
  • კოხრეიძე ლანა

შექმენი კომიქსი “toonytool” აპლიკაციაში

  • კარჟალოვი ლუკა
  • ძოწენიძე ლუკა
  • ლელაძე გიორგი

 ენების ევროპული დღის აღნიშვნას ლიცეუმში ორგანიზებას უწევდა მასწავლებელი ეკა მურუსიძე, კონკურსებში გამარჯვებულები გამოავლინა ლიცეუმის პედაგოგებისგან შედგენილმა ჟიურიმ - ნინო დანგაძე, ია დანელია, იზაბელა კილასონია, ინდირა კოსტავა, ბესიკ მაჩიტაძე.

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოს ინიციატივით 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს  ევროკომისიასთან ერთად. ენების ევროპული დღის ჩატარებას საქართველოში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.

ენების ფლობა ყველასთვის აუცილებელი და ყველას უფლებაა  - ეს არის ენების ევროპული დღის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი.

ამ დღის მთავარი მიზანი გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას შემდეგი მიმართულებებით:

  • საჭიროა, ევროპის მდიდარი ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა და გაძლიერება;
  • საჭიროა, გაიზარდოს იმ ენების რიცხვი, რომლებსაც ხალხი შეისწავლის (ნაკლებად გავრცელებული ენების ჩათვლით), რის შედეგადაც მიიღწევა  მრავალენოვნება;
  • საჭიროა, ადამიანებმა გაიუმჯობესონ ორი ან მეტი ენის ფლობის დონე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, თავი იგრძნონ დემოკრატიული ევროპის სრულუფლებიან მოქალაქეებად.