შემოქმედ მოსწავლეთა მე-9 საქალაქო კონკურსი

16-04-2014

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა შემოქმედ მოსწავლეთა მე-9 საქალაქო კონკურსი. კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი მოკრძალებული შემოქმედების პოპულარიზაცია. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს   სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა: გიორგი შონიამ, თამაზ ღუღუნიშვილმა და კაპანაძე შოთამ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორისაგან თამაზ ღუღუნიშვილსა და შოთა კაპანაძეს გადაეცათ სიგელი, გიორგი შონიას კი დიპლომი.