კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“

18-03-2014

18 მარტს, პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონკურსის-„ქართული კალიგრაფია“, გამარჯვებულთა დაჯილდოება და ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ფინალისტთა შორის იმყოფებოდა კადეტი - ავთანდილ სხილაძე, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსის სამივე ტური და დაიმსახურა საპატიო სიგელი.