სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის I ტურის გამარჯვებულები

09-12-2014

2014 წლის 22 ნოემბერს  ორგანიზაცია ,,მოქალაქემ“ სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის I ტური ჩაატარა საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და ახალგაზრდების დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებული კადეტები არიან: დავით კუზანაშვილი, ბექაია ბექა, გეგა გეგეშიძე, ნოდარ მაღრაძე, გოგა მეგრელიშვილი, გოჩა ქარდავა, ზურაბ ჩხაიძე, ლაშა ჭანტურია. მათ ორგანიზაცია ,,მოქალაქემ“ სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა.