კალიგრაფიის საქალაქო კონკურსი

17-04-2014

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ჩატარდა ქართული ენის მოყვარულთა კალიგრაფიის საქალაქო კონკურსი. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა წერის კულტურის გაუმჯობესებას, გააღვივოს მათში მშობლიური ენის სიყვარული.  კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში  მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: ავთანდილ სხილაძემ და მერაბ ნანავამ. ისინი მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ დააჯილდოვა დიპლომებით.