ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა კონფერენცია

20-11-2017

   საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა კონფერენცია, რომელშიც წარმატებით მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე სასწავლო კურსის კადეტები: დაჩი ბერიძე და საბა აბულაძე. გამარჯვებული მოსწავლეები და მათი პედაგოგი ქ-ნი ია დანელია დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო ლიცეუმის ფოლკლორულმა ანსაბლმა (ხელ-ლი ნინო გედენიძე), რომელმაც მაყურებელთა უდიდიესი მოწონება დაიმსახურა.