ბლოგების კონკურსი

01-01-1970

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა ბლოგების კონკურსის ,,პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის იმყოფებოდნენ მესამე სასწავლო კურსის კადეტები: ნიკოლოზ პაპუაშვილი, თამაზ ღუღუნიშვილი და პაპუნა წერეთელი. მათ ბლოგის (http://nikotinikadetebi.blogspot.com/ ) მომზადებაში ფასილიტაცია გაუწიეს ლიცეუმის მასწავლებლებმა ეკა მურუსიძემ და ელენე კოხრეიძემ. კონკურსი ძალადობის კამპანიის ფარგლებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა.