ქართული ენის დღე

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პროექტით „ანიდან ჰოემდე“ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.
ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, დირექციის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები, პედაგოგები და კადეტები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში კადეტებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პრეზენტაციები, სადაც აღინიშნა ქართული ენის სიძველე და უნიკალურობა. ისაუბრეს ქართულ ანბანზე როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურულ მემკვიდრეობაზე, მსოფლიოს დამწერლობებზე, განიხილეს ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობა - ნევმები და წარმოადგინეს ყოველდღიურ მეტყველებაში დამკვიდრებული ბარბარიზმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქართული ენის სიწმინდეს
პირველი სასწავლო კურსის კადეტებს შორის ჩატარდა კონკურსი „საუკეთესო მოქართულე". გამარჯვებული კადეტები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ღონისძიებაში კადეტთა შემოქმედებითი ჯგუფიც მონაწილეობდა. მათ ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახადეს ქართული მრავალხმიანი სიმღერითა და ქართული ანბანის მიხედვით შექმნილი ნახატებით (https://bit.ly/3thncft).
ლიცეუმის დირექცია გეგმავს ქართული ანბანი კადეტთა ნახატებში კატალოგის სახით გამოცემას.
პროექტი, რომელიც მიზნად ქართული ენის სიწმინდის დაცვას ისახავს, პედაგოგ ეკა მურუსიძის ავტორობით განხორციელდა. პროექტის თანაავტორები არიან პედაგოგები: ელენე კოხრეიძე, ნინო გედენიძე და თეა სულაბერიძე.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3gb1Lcm.
კვირეულის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობები.
 
კონკურსის გამარჯვებული კადეტები:  
  • ნინო ბარბაქაძე
  • ნიკოლოზ მაქსიმენკო
  • ნიკოლოზ ცინცაძე
პროექტის მონაწილე კადეტები:  
  • ლიკა დადუნაშვილი 
  • ლილე ბუბუტეიშვილი 
  • დათო ჭანკოტაძე 
  • მარიამ მაზმიშვილი 
  • მარიამ სოფრომაძე
  • დავით ლეჟავა
  • ლაშა აბულაძე