„ქართული ენის დღე“

2014 წლის 14 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღის აღსანიშნავად ჩატარდა მოსწავლეთა სამეცნიერო–თეორიული კონფერენცია მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა: ლევან ვაწაძემ და ნიკო ქვაცაბაიამ რომლებმაც კონფერენციაზე წარადგინეს თემა: "ბარბარიზმებისა და სოციალური ქსელის გავლენა წერასა და მეტყველებაზე". (ხელმძღვანელები: ელენე კოხრეიძე, ეკა მურუსიძე, ბესიკ მაჩიტაძე). თემის მიზანია - ,,მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი” (კ.გამსახურდია). კადეტები დაჯილდოვდნენ საპატიო სიგელებით აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორისა   და  მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მიერ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქალბატონმა რუსუდან საღინაძემ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკას უსახსოვრა საკუთარი წიგნები: სალიტერატურო ენის ნორმირების საკითხები და ძველი ქართული ენა (V-XI საუკუნეები).