რეგიონალური კონფერენცია ,,საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“

2014 წლის 5 აპრილს გელათის აკადემიაში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია ,,საქართველო კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის II კურსის კადეტი ავთანდილ სხილაძე. იგი მიღწეული წარმატებისათვის ქ. ქუთაისის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლემ დააჯილდოვა სიგელით. ასევე საუკეთესო თემის წარდგენისათვის დაჯილდოვდნენ მასწავლებლები მურმან სურმავა და მარინე უკლება.