კადეტებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში პირველი ადგილი დაიკავეს.
74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში ლაშა აბულაძემ და თორნიკე კოპალიანმა (პედაგოგი მურამან სურმავა) პირველი ადგილი დაიკავეს.
კონფერენციის დასკვნით ეტაპში წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ კადეტები: გიორგი ბრუნჯაძე და ელენე ტყაბლაძე. მათ წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა. მათ წარმატებები უსურვა და კონფერენციაში კადეტთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კადეტები ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. წელს ლიცეუმიდან სხვადასხვა სექციაში შვიდი საკონფერენციო ნაშრომი გაიგზავნა. (ბმული)
მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების მაქსიმალურ გამოვლენა-განვითარებას.
კონფერენციაში მონაწილე კადეტები, საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი პედაგოგები და საკონფერენციო თემები: